სიახლეები

სიახლეები

22 თებერვალი, 2023

კერამიკის სკოლაში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ კერამიკაზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები შეისწავლონ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამით, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სკოლაში მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ კერამიკაზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები შეისწავლონ.

თანადაფინანსებული პროექტის მიზანია არ დაიკარგოს ძველი გორული კერამიკის წარმოება და კერამიკაზე მუშაობა მომავალმა თაობამ გააგრძელოს.

მოზარდებისა და ახალგაზრდების ტრადიციული კერამიკის შესწავლა მოხდება ტატულაშვილის საგვარეულო სახელოსნო მუზეუმში არსებულ სკოლაში და სწავლასთან ერთად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინონ სხვადასხვა გამოფენებსა თუ კონკურსებზე.

გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სკოლას გორის მუნიციპალიტეტი უკვე რამოდენიმე წელია აფინანსებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით