სიახლეები

სიახლეები

17 თებერვალი, 2023

ა(ა)იპებში საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა ინერგება

გორში, მოქალაქეებს დისტანციურ თანამშრომლობას მალე მუნიციპალური ა(ა)იპებიც შესთავაზებენ.

ორგანიზაციების თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე უტარდებათ.

საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მიზანიც მოქალაქებისთვის ხარისხიანი, ოპერატიული და კომფორტული მომსახურების მიწოდებაა, მოცემულ ეტაპზე მუნიციპალური ორგანიზაციების მხოლოდ ნაწილში დაინერგება.

დოკუმენტბრუნვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სხვა ა(ა)იპებიც.

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი მარგებაძესა და ორგანიზაციის ანალიტოკოსს ლაშა ბერუაშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ელექტრონული მმართველობის სისტემის უპირატესობების შესახებ და სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონულ სისტემა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოში 2020 წელს დაინერგა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით