სიახლეები

სიახლეები

15 თებერვალი, 2023

პროექტის "აღმოაჩინე გორი" პრეზენტაცია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „აღმოაჩინე გორის“ პრეზენტაციას დაესწრო და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

პროექტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, USAID-ისა და Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივებისთვისა და ქალაქის სტუმრებისთვის გორის მრავალსაუკონოვანი, მაგრამ მივიწყებული ისტორიის, ადგილობრივი ტრადიციების, გორში მცხოვრები და მოღვაწე გამოჩენილი ადამიანებების გაცნობას. ასევე, ქალაქის პოპულარიზაციასა და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში, გორის ქუჩებსა და სკვერებში უკვე დაიდგა ათი საინფორმაციო დაფა,
რომელზეც წარმოდგენილია საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები გორის შესახებ. დაფებზე, ასევე, დატანილია QR კოდებიც, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობას შეუძლია ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილ ვებ-გვერდზე ( www.gorimaps.ge) გადასვლა და მეტი ინფორმაციის მიღება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით