სიახლეები

სიახლეები

09 თებერვალი, 2023

გორში დებატების ჩემპიონატი გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 -25 წლის ახალზარდებს დებატების პრაქტიკის შესწავლის შესაძლებლობა ეძლევათ.

პროექტის მიზანია, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახლგაზრდებში ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციიო უნარების განვითარება და დებატის კულტურაში დახელოვნება.

პროექტს ორგანიზაცია “გორის ახალგაზრდული ცენტრი” გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.

პროექტი ორ თვეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 60 ახალგაზრდას შეუძლია.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ბმულზე მითითებული ელექტრონული ფორმა - shorturl.at/gjM78

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ელ.ფოსტას goriyouthcentergyc@gmail.com

დებატებში რეგისტრაციის ბოლო ვადა - 19 თებერვალი.

პროექტი ხორციელდება პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ დახმარებით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

ღონისძიების რეგიონალური პარტნიორია "გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით