სიახლეები

სიახლეები

07 თებერვალი, 2023

გორში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახლადაშენებული ბაღი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, საკრებულოსა და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებმა გახსნეს.

„მინდა მივულოცო ბავშვებს, მათ მშობლებსა და ბაღის პერსონალს ასეთი ლამაზი და კომფორტული შენობა.
პატარებისთვის უსაფრთხო გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.
გორის მუნიციპალიტეტში ახლო მომავალში კიდევ სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება, ორი ბაღის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მშენებლობა - რეაბილიტაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
ყველაფერს გავაკეთებთ პატარების უკეთესი მომავლისთვის.“ - განაცხადა ბაღის გახსნის ღონისძიებაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ახალ შენობაში 6 ჯგუფი ფუნქციონირებს და 180 აღსაზრდელზეა გათვლილი.
შენობა ორსართულიანია და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სისტემითა და ბავშვთა უსაფრთხოების სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საბავშვო ბაღის ეზოში მოწყობილია ატრაქციონები, ქვიშის მოედანი და საჩრდილობლები.

ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა და მასზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

N3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს წლების განმავლობაში სხვა ბაღის შენობაში უწევდათ სააღმზრდელო პროცესი და ხვალიდან ისინი ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით