სიახლეები

სიახლეები

07 თებერვალი, 2023

გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნი“ გაიხსნა

“გორი ინნი" ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი შენაძენია.

ასეთი დონის სასტუმრო პირველია გორში და კიდევ ბევრის გახსნას ვისურვებდი.

ჩვენს ქალაქსა და მთლიანად მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.

ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და ვმუშაობთ, რომ განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და მიხარია, რომ ამ მიმართულებით კერძო სექტორიც ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელშეწყობას.

მადლობა სასტუმროს დამფუძნებლებს, მადლობა ინნ გრუპს.

არ შემიძლია არ ვახსენო აქვე დასაქმების ხელშეწყობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რაც უფრო მეტად განვითარდება კერძო სექტორი, მით უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას ნიშნავს, რაც დამეთანხმებით, ყველაზე მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!” - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორში სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს „გორი ინნის“ გაიხსნის ცერემონიალზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

სასტუმროში, რომელიც 120 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს, განთავსებული იქნება ორი რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, მარანი, სადეგუსტაციო სივრცე, საუნები, ჯაკუზი და დახურული აუზი. სასტუმროს აქვს გამწვანებული ეზო, რომლის ფართობიც 1 ჰექტრამდეა. სასტუმროში.

სასტუმროში, სადაც100 - მდე ადამიანია დასაქმებული, უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, როგორც ადგილობრივებს ასევე უცხოელ ვიზიტორებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით