სიახლეები

სიახლეები

06 თებერვალი, 2023

მიწისქვეშა გადასასვლელებში ახალი სანათები დამონტაჟდა.

ენერგოეფექტური დიოდური (LED) ნათურები ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩების, ასევე სტალინისა და ამილახვრის ქუჩების კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში გამონტაჟდა. 
რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ გადასასვლელებში უცნობმა პირებმა ახლადდამონტაჟებული სანათები და ელექტრო სადენები დააზიანეს. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ დაფიქსირებულა.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით