სიახლეები

სიახლეები

04 თებერვალი, 2023

გორს ევროკავშირის დელეგაცია სტუმრობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროკომისიის წარმომადგენლებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად უმასპინძლა.

სტუმრებმა გორში ევროკავშირისგან მიღებული გრანტის ფარგლებში მოწყობილი და რეაბილიტირებული ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს.

პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 958 836 ევრო იყო, ევროკავშირისგან მიღებული გრანტისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის განსახორციელებლად გორის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო მიიღო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 358 836 ევრო გამოიყო.

„მიხარია, რომ დღეს ჩვენს ქალაქს ევროკავშირის წარმომადგენლები სტუმრობენ.

მათმა მხარდაჭერამ, ჩვენ მოგვეცა ქალაქში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ გაწეული დახმარებისთვის.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და მათი მხარდაჭერით კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ.“ - აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით