სიახლეები

სიახლეები

30 იანვარი, 2023

ძველი ხიდის რეაბილიტაცია

ხიდის პირველი მალის რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის ტენდერია გამოცხადებული.

 შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 311 350 ლარია.

ხიდი, რომელიც სამეფო ქუჩის დასაწყისში მდინარე მტკვარზე მდებარეობს, ქალაქის სხვა უბნებს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს.

ხიდი, რომელიც წარმოადგენს სამ მალიან მონოლითურ რკინაბეტონის კონსტრუქცუიას, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. მისი სიგრძე 146, ხოლო სიგანე 7,7 მეტრია.

 ხიდის სარებილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრანტით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გასულ წელს განხორციელდა.

ამ ეტაპზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე, მდინარე მტკვრის კალაპოტში მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოებიც.

ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერია გურამიშვილის ქუჩის იმ მონაკვეთზე რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, გეგმავს ბულვარისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასაც

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით