სიახლეები

სიახლეები

07 დეკემბერი, 2022

გორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიას შეუერთდა

„ძლიერები ძალადობის წინააღმდეგ“ - ასე ერქვა ტურნირს, რომელშიც მოკრივე გოგონებმა და ბიჭებმა იასპარეზეს. შეჯიბრების მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, მედლები და თასები. გარდა ამისა, მოზარდებმა სამახსოვრო საჩუქრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს.

ღონისძიება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით