
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

06 დეკემბერი, 2022
შეხვედრაზე USAID „ძლიერი სოფლის პროგრამის“ წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და პროგრამის განხორციელებისას ადგილობრივი ხელისუფლების აუცილებელ ჩართულობაზე ისაუბრეს.
USAID „ძლიერი სოფლის პროგრამა“ მხარს უჭერს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნას და განვითარებას.
23.75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხუთწლიანი „ძლიერი სოფლის პროგრამის“ მიზანია ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის და მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამა ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებთან წვდომას, ბაზრის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას, შემოსავლების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა USAID „ძლიერი სოფლის პროგრამის“ წარმოამდგენლებს გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის და განაცხადა, რომ გორის გორის მერია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პროექტის შესახებ ინფორმირებას.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროგრამის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს
https://www.facebook.com/USAIDResilientCommunitiesProgram