სიახლეები

სიახლეები

03 დეკემბერი, 2022

გორში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

ღონისძიების მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს მუსიკალური და სხვადასხვა თემატიკის სასცენო ნომრები წარუდგინეს.
„მოხარული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ერთობლივად აღნიშნეს გორის, ქარელის და ხაშურის შშმ აღსაზრდელებმა. დღეს აქ მოსული თითოეული მათგანი ძალიან ბედნიერია. საუკეთესო ნომრები შეასრულეს და მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს და ყველა მასწავლებელს იმ ფასდაუდებელი შრომისათვის, რასაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ასრულებენ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად შშმ პირების საჭიროებების გასაუმჯობესებლად.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ხემძღვანელი ლელა მაისურაძე.

ღონისძიების დასასრულს, „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის“ ხელმღვანელს, ქალბატონ თინა ბრეგვაძეს და ქარელის და ხაშურის დღის ცენტრების წარმომადგენლებს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, სამადლობელი სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გორის კულტურის ცენტრში „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით