სიახლეები

სიახლეები

14 ნოემბერი, 2022

გორში ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი გაიმართა

შეჯიბრებები თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ ფულადი პრიზები, თასები, მედლები, სიგელები. გარდა სპორტსმენებისა, დაჯილდოვდნენ ჩემპიონების (I საპრიზო ადგილი) პირადი მწვრთნელები.

შეჯიბრში, 2003 – 2005 წლებში დაბადებული 100 - ზე მეტი სპორტსმენი იბრძოდა გამარჯვებისთვის. მათ 10 წონით კატეგორიაში იასპარეზეს. გასული წლისგან განსხვავებით, ტურნირში ქართველებთან ერთად სომეხი სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად გაიმართება.

შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, გორის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელს, ნუგზარ სხირელს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს 76 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფაც გაიხსნა.

თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი ნუგზარ სხირელი 2021 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი. მისი აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები. 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით