დღე : 12
ღამე : 5
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

12 ნოემბერი, 2022

ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტში

გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - რეაბილიტირდება საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის სისტემები, მიმდინრეობს სპორტული მოედნების, სკვერებისა და სპორტული სივრცეების მოწყობა, ხორციელდება ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროექტები, როგორებიცაა ეზოების მოწესრიგება, სახურავების, ლიფტებისა თუ საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია.
მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერისა და სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებიც.

გარდა ამ პროგრამებისა, ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ათეულობით პროექტი - მიმდინარეობს ხიდების, გაბიონების, საბავშვო ბაღების მშენებლობა - რეაბილიტაცია…

2022 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა დასრულებულია, პროექტების ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება, რამდენიმე პროექტი გარდამავალია.

მიმდინარეობს: 

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია
სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია
სადგურის დასახლებაში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ბეტონით მოწყობა
სოფელ ახალდაბაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია
ქიწნისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
მელიქიშვილის ჩიხთან გასამაგრებელი გაბიონის მოწყობა
„ძველი ხიდის“ რეაბილიტაცია
საქაშეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა
მუსხელიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა
ცხინვალის გზატკეცილზე (ახალ ბაზართან) გზის რეაბილიტაცია
კორპუსის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია - შინდისის გმირების გამზირი N16 (ამხანაგობის თანადაფინანსება)
კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია - სუხიშვილის ქუჩა N24 (ამხანაგობის თანადაფინანსება)
კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია - ანწუხელიძის ქუჩა N3 (ამხანაგობის თანადაფინანსება)
კორპუსის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა - შინდისის გმირების გამზირი N1 (ამხანაგობის თანადაფინანსება).

გარდა ამ პროექტებისა, გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 იანვარი, 2026
13 იანვარს ჯგუფი "ურსა" სოფელ ტყვიავში კონცერტს გამართავს

ძველით ახალი წლის აღსანიშნავად სოფელ ტყვიავში გაიმართება კონცერტი.

გაიგე მეტი
მთავარი
12 იანვარი, 2026
ახალი წელი ახალ საცხოვრებელში

გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.

გაიგე მეტი
მთავარი
29 დეკემბერი, 2025
31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება

31 დეკემბერს გორში, თეატრის მიმდებარედ მოედანზე საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით