სიახლეები

სიახლეები

14 აპრილი, 2018

გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გორში

თავისუფალი სტილის მოჭიდავის, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი დღეს საზეიმოდ გაიხსნა. მისი სახელობის ტურნირი გორში უკვე მესამედ იმართება და საასპარეზოდ საქართველოს ყველა რეგიონის საჭიდაო სკოლათა გუნდებს მასპინძლობს.

ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზში პირველობისთვის 2005-2007 წწ დაბადებული თავისუფალი სტილის მოჭიდავე ვაჟები და გოგონები 13 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ. გახსნის საზეიმო ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გიორგი ხინჩეგაშვილის ვაჟი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი, ტიტულოვანი სპორტსმენები, ქართული სპორტის ქომაგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტურნირი ორდღიანია და ხვალ დასრულდება. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თასები, მედლები, ფულადი პრემია და საჩუქრები გადაეცემათ.

გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით