დღე : 12
ღამე : 5
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

04 ნოემბერი, 2022

გორში USAID-ს ახალი პროგრამის წარდგენა გაიმართა

5 წლიანი პროგრამა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯომესებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარია.

პრეზენტაციას აშშ - ს განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ის ფერმერები და მეწარმეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც გასული წლების განმავლობაში USAID-ს სხვადასხვა პროგრამაში ბენეფიციარის სტატუსით იყვნენ ჩართულები.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს უწყვეტი თანადგომისთვის. USAID გორის მუნიციპალიტეტთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს. მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ახალ, ხუთწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებები აშშ - ს განვითარების სააგენტოს.“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 იანვარი, 2026
13 იანვარს ჯგუფი "ურსა" სოფელ ტყვიავში კონცერტს გამართავს

ძველით ახალი წლის აღსანიშნავად სოფელ ტყვიავში გაიმართება კონცერტი.

გაიგე მეტი
მთავარი
12 იანვარი, 2026
ახალი წელი ახალ საცხოვრებელში

გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.

გაიგე მეტი
მთავარი
29 დეკემბერი, 2025
31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება

31 დეკემბერს გორში, თეატრის მიმდებარედ მოედანზე საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით