სიახლეები

სიახლეები

12 ოქტომბერი, 2022

გორში კამპანია "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში ღონისძიებები მოეწყო

დღის განმავლობაში, საზოგადოებრივ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მისული სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას გაეცნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე დაეთვალიერევინათ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.

ბავშვებმა და მოზარდებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

კამპანიის ფარგლებში გრძელდება შსს-ს დანაყოფების წარმომადგენლების ვიზიტები სკოლებშიც. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები იმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით