სიახლეები

სიახლეები

06 ოქტომბერი, 2022

მასწავლებლების საერთაშორისო დღე გორში

“ყველა მასწავლებელს, განსაკუთრებით ჩვენს გორელ პედაგოგებს ვულოცავ პროფესიულ თარიღს! გისურვებთ წარმატებებს და მოსწავლეების სიყვარულს. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვაა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თქვენი შრომა კიდევ უფრო მეტად დაფასდეს. იზრდება საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები. მთავრობის მხრიდან იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა.“ - აღნიშნა ღონისძიებაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

მასწავლებლის დღე პედაგოგებს მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მიულოცეს.

ღონისძიებაზე საკუთარი შემოქმედება პედაგოგებმა და მათმა აღსაზრდელებმა წარმოადგინეს. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების და მხატვრული ტილოების გამოფენა.

ღონისძიების დასასრულს პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით აღინიშნა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით