სიახლეები

სიახლეები

02 ოქტომბერი, 2022

გორი "თბილისობის" დღესასწაულზე

საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლებმა ფოლკლორული კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ადგილობრივი სამზარეულო, ღვინის კუთხეები და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები წარმოადგინეს. ასევე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები თუ ტრადიციები, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები და სხვა.

,,თბილისობას“ გორის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

მუზეუმში გამართულ ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო ბაღათურია, შიდა ქართლის რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუზეუმის ამფითეატრში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ანსამბლ “მართვეს” შესრულებით გაიხსნა და შემდეგ, სცენა სხვადასხვა კუთხის ანსამბლებს დაეთმო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით