სიახლეები

სიახლეები

27 სექტემბერი, 2022

ტურიზმის საერთაშორისო დღე გორში

ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის ვიცე მერი ნიკა ღვინიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი, მოსწავლეთა ტურისტული კლუბების წევრები და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

ღონისძიების დაწყებამდე, მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

„27 სექტემბერი ტურიზმის საერთაშორისო დღეა. სანამ ამ დღის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდე, არ შემიძლია არ გავიხსენო 1993 წლის 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე. ჩვენმა გმირებმა აფხაზეთში თავი შესწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას. აფხაზეთი საქართველოა, და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ მას. აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას. ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი ეკონომიკა სჭირდება. ძლიერი ეკონომიკა წარმოუდგენელია ტურიზმის განვითარების გარეშე, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ამ მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს. ტურიზმის განვითარება გორის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. გორს ასევე დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს ათვისებული. ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებს განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს. გისურვებთ ბევრი იდეის, გეგმისა და პროექტის განხორციელებას, რაც ტურისტული სექტორის წინსვლას შეუწყობს ხელს." - აღნიშნა ნიკა ღვინიაშვილმა.

ღონისძიებაზე პროექტ „მოსწავლეთა ტურისტული კლუბების“ პრეზენტაცია გაიმართა. გორის მე-5 საჯარო სკოლის ტურისტულ კლუბ „ჰორიზონტს“ შექმნიდან 5 წლის იუბილის აღსანიშნავად სერტიფიკატი გადაეცა.

აქტივობა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით