სიახლეები

სიახლეები

27 სექტემბერი, 2022

ფორუმი მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების მიზნით


ღონისძიებას ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ესწრება.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. მათ მოგვცეს ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარებისა და მსჯელობის საშუალება. არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ გორის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია თანამშრომლობს ფორუმის ერთ-ერთ ორგანიზატორთან - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან. უწყება აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით თვითშეფასების დოკუმენტზე მუშაობს. თანამშრომლობის მიზანი, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებაა. “ - აღნიშნა ალექსანდრე თარხნიშვილმა.

ღონისძიება, რომლის მიზანიც მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებაა, თვითმმართველობების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანული საერთაშორისო ფონდის, Bread for the World-ის მიერ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით