სიახლეები

სიახლეები

16 სექტემბერი, 2022

სოციალური პროექტები ,,საზოგადოება ბილიკთან“ თანამშრომლობით

მერიის დაფინანსებული პროექტის „რეკრეაცია ბავშვებისთვის“ ფარგლებში ,,საზოგადოება ბილიკმა“ სოციალურად დაუცველი ოჯახების 6 - დან 18 წლამდე ასაკის შვილებისთვის ქობულეთში საზაფხულო ბანაკი მოაწყო. ბანაკში დასვენება ორმოცმა ახალგაზრდამ შეძლო. ისინი,
8 დღის განმავლობაში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ და გასართობ აქტივობებში. პროექტის მიზანი ბენეფიციარების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.

სოციალურად დაუცველი ოჯახების 6 - დან 18 წლამდე ასაკის შვილებისთვის ,,საზოგადოება ბილიკთან“ ერთად მეორე პროექტიც ხორციელდება. პროექტი „თანადგომა“ ითვალისწინებს ბენეფიციარების პირველადი სამედიცინო დახმარებით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

გორის მერიის მხარდაჭერით განხორციელებული ,,საზოგადოება ბილიკის“ მორიგი პროექტის ,,ხელი-ხელის“ ბენეფიციარები 0-დან 7 - წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები არიან. პროექტის მიზანია, მათი კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 15 ინიციატივას აფინანსებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით