სიახლეები

სიახლეები

15 სექტემბერი, 2022

სოციალური პროექტი ხანდაზმულებისთვის

პროექტი, რომელიც "საქართველოს სამარიტელთა კავშირთან" თანამშრომლობით ხორციელდება, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა, სოციალურად დაუცველი და დევნილი ხანდაზმულების შინმოვლის სერვისით უზრუნველყოფას გულისხმობს.

90-მდე ბენეფიციარს პროფესიონალი მედიკოსები ბინაზე უზრუნველყოფენ სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურებით.

პროექტი, რომლის მიზანიც ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე წელს, გორის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით