
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

02 სექტემბერი, 2022
აღნიშნული საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
„შოთა ჩოჩიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტი იყო, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზუსტად 50 წელი გავიდა 21 წლის გორელი ფალავნის დიდი გამარჯვებიდან. მან ყველაზე პრესტიჟული სპორტული შეჯიბრება 1972 წელს მიუნხენში მოიგო. მისი ფესვები ქართული ჭიდაობიდან მოდიოდა. მან მაშინვე დაიპყრო გულშემატკივრების გულები. მსოფლიო სპორტული სამყარო დღემდე მის სანახაობრივ და მრავალფეროვან ჭიდაობის სტილზე საუბრობს.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
შოთა ჩოჩიშვილის მშობლიურ სოფელ ღვლევში, ტიტულოვანი სპორტსმენის სახლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა.
გარდა ამისა, ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში კედელი მოეწყო, სადაც წარმოდგენილია შოთა ჩოჩიშვილის ჯილდოები, სპორტული კარიერისა და წარმატებების ამსახველი ფოტოები.
დღესვე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ოლიმპიური ჩემპიონისადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ სპორტსმენის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართული სპორტის მესვეურები, სპორტულ ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის გულშემატკივრები.
ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.