სიახლეები

სიახლეები

25 აგვისტო, 2022

სოციალური პროექტი გორის მერიის დაფინანსებით

პროექტი, რომლიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და გადაადგილებაშეზღუდული მოქალქეებისთვის ცხელი სადილის მიწოდებას, მცირე სამედიცინო მანიპულაციებსა და მათთვის საჭირო კონსულტაციებს ითვალისწინებს, მერია „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს.

პროექტის ბენეფიციარები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა მოინახულა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში“ კიდევ 13 პროექტს აფინანსებს.

პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას.

პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - shorturl.at/bgjkZ

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით