სიახლეები

სიახლეები

19 აგვისტო, 2022

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბაკურიანის ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბანაკის პირველი ნაკადის წევრების მომზადებულ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მან ახალგაზრდების დასმულ კითხვებსაც უპასუხა და ყველა მათგანს წარმატება უსურვა.

ბანაკი, კონკურსით შერჩეულ 200 ბენეფიციარს ოთხ ნაკად მასპინძლობს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე მიემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხ სრულ დღეს რჩებიან.

კონკურში მონაწილეობა შეეძლოთ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელებს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ბანაკის წევრებს უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემების შესახებ. გარდა ამისა, ისინი ჩართულები არიან შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც.

პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, წელს პირველად დაიგეგმა. მას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით