სიახლეები

სიახლეები

30 იანვარი, 2023

ეტლით თხილამურის ჩემპიონატში გორელებმაც მიიღეს მონაწილეობა

გორის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ და სამშვიდობო მისიების დროს დაჭრილმა პირებმა ეტლით თხილამურის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.

ჩემპიონატი მამაკაცებს შორის – „ბაკურიანი 2023“ დაბა ბაკურიანში უკვე მეოთხედ გაიმართა.

ჩემპიონატში ერთმანეთს გორელების გარდა, თბილისის, მარნეულის, ზუგდიდისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ეჯიბრებოდნენ.

ბაკურიანში გამართულ ჩემპიონატში სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 პირმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება გაიმართა პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ახალგაზრდული მედია - კავშირის“ თანადაფინანსებით უკვე რამოდენიმე წელია ხორციელდება.
შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით