სიახლეები

სიახლეები

30 იანვარი, 2023

გორში შუქნიშნების მოწყობა მიმდინარეობს

თანამედროვე სტანტარდების შესაბამისი საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები ორ ლოკაციაზე მონტაჟდება:

ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთა

სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთა

გარდა ტრანსპორტისა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ გორში პირველად მონტაჟდება საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებსაც.

პროექტის ღირებულება 365 115 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით