სიახლეები

სიახლეები

24 იანვარი, 2023

„ივერიონი - გორმა“ „ორბთან“ შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა

გორის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს „ივერიონი - გორს“ ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

გორის გუნდმა სუპერლიგაში მოხვედრის მიზნით უკვე სამი თამაში გამართა, მათ შორის ორი წარმატებით დაასრულა.

მთავარი მიზნის მისაღწევად „ივერიონი - გორს“ კიდევ 7 მატჩის თამაშის მოუწევს. იხილეთ შეხვედრების კალენდარი - http://gbf.ge/league/a-league/schedule#mbt:275-303$p&0=1

გორის გუნდი სუპერლიგისთვის წელს პირველად იბრძვის.

გარდა „ივერიონი - გორისა“, პირველობისთვის კიდევ “ა” ლიგის 5 მონაწილე გუნდი იბრძვის. სუპერლიგის საგზური გამარჯვებულს ხვდება.

უმაღლესში გადასვლის შანსი “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდსაც რჩება. ის საკვალიფიკაციო რაუნდში სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მის ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ „ივერიონი - გორისა“ და „ორბს“ შორის თამაშს გორმა უმასპინძლა. მსგავსი დონის საკალათბურთო მატჩისთვის ქალაქს დღემდე არ უმასპინძლია. ამის საშუალება გორს იმ საკალათბურთო ინვენტარმა მისცა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ „ივერიონი - გორს“ „ა“ ლიგაში გადასვლის შემდეგ გადასცა.

„ივერიონი - გორი“, რომელსაც გორის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს, 2022 წელს შეიქმნა. გუნდმა, რომელშიც მოწვეული სპორტსმენებიც თამაშობენ, მნიშვნელოვან წარმატებას დაფუძნების წელსვე მიაღწია. პროექტის ფარგლებში, გუნდთან ერთად შეიქმნა კალათბურთის საბავშვო აკადემიაც. 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით