
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

16 იანვარი, 2023
შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაიწყო.
შეხვედრებზე განსახორციელებელ პროექტებს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით შეარჩევს.
პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
შერჩევის პროცესი გორის მუნიციპალიტეტში თებერვალში დასრულდება.