
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

22 მაისი, 2018
ყურადღება!
განცხადება გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მეჯვრისხევისა და ფაბრიკის დასახლების გაერთიანების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისა და მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, იგეგმება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ორი ურთიერთმოსაზღვრე დასახლების - სოფელ მეჯვრისხევისა და სოფელ ფაბრიკის დასახლების გაერთიანებით ახალი დასახლების შექმნა და ამ დასახლების სახელწოდებად ,,მეჯვრისხევის“ განსაზღვრა.
აღნიშნული ინიციატივით გორის მერია უახლოეს მომავალში საკრებულოს მიმართავს და სთხოვს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობის წინაშე.
საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, ცვლილების განხორციელება შესაძლებელი იქნება გარკვეული პროცედურების შემდეგ, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N307 დადგენილება.
დასახელებული ნორმატიული აქტების თანახმად, დასახლებების გაერთიანების შესახებ შუამდგომლობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულო ამზადებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც უფლებამოსილია განკარგულების სახით მიიღოს გადაწყვეტილება დასახლებების გაერთიანების შესახებ.
საკრებულოს მიერ შუამდგომლობის მომზადებამდე, თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მეჯვრისხევისა და ფაბრიკის დასახლების გაერთიანების შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ და გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები დასახლებების გაერთიანებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერია მეჯვრისხევისა და ფაბრიკის მოსახლეობასთან საჯარო განხილვის ფორმით კონსულტაციებს გამართავს.
კონსულტაციების გამართვის თარიღისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას ეცნობება დამატებით.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მეჯვრისხევისა და ფაბრიკის დასახლების გაერთიანების ინიციატივა დასაბუთებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით, რაც განმარტებულია მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათში: ,,ე.წ. ,,ფაბრიკის დასახლება“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის მუშახელისათვის გაშენდა და ,,ფაბრიკის დასახლება“ ეწოდა. ამჟამად დასახლებაში 140 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩები დამისამართებულია მეჯვრისხევის N42 და N43 ქუჩებად, მოსახლეობის იურიდიულ მისამართად მითითებულია სოფელი მეჯვრისხევი; მოსახლეობა არჩევნების დროს ხმას აძლევს მეჯვრისხევის N55 საარჩევნო უბანზე; ფაბრიკის დასახლებაში მდებარე არასრული საჯარო სკოლა წარმოადგენს სსიპ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მე-2 კორპუსს.”- ნათქვამია აღნიშნულ დოკუმენტში.
ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.
სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.