დღე : 24
ღამე : 6
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

26 სექტემბერი, 2024

სოციალური სერვისები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს.
 
მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით 14 ორგანიზაცია 19 პროექტის ფარგლებში 6 000 - მდე ბენეფიციარს სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს.
 
გორის მერია არასამთავრობო სექტორთან „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.
 
პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
 
პროექტების ბენეფიციარები არიან:
 
შშმ ბავშვები
შშმ პირები
ხანდაზმულები
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები
ვეტერანები
განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები
კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები
 
პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებებია:
 
შინმოვლა
სარეაბილიტაციო კურსები
აყოფაცხოვრებო მომსახურება
სამედიცინო მომსახურება
საკვებით უზრუნველყოფა
მედიკამენტებით უზრუნველყოფა
სასწავლო კურსები
 
პროექტების თანადაფინანსების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 485 400 ლარი გამოიყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
06 მარტი, 2025
"ახალგაზრდა ლიდერები 2025"

პროექტი "ახალგაზრდა ლიდერები 2025" გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის თანამშრომლობით ხორციელდება.

გაიგე მეტი
მთავარი
04 მარტი, 2025
სასწავლო კურსი STEAM მიმართულებით
პროექტის ბენეფიციარები 4 თვიანი კურსის ფარგლებში ისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, შექმნიან, ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტებს.

 

გაიგე მეტი
მთავარი
26 თებერვალი, 2025
3 მარტი "ქართული ხმების" ლიტერატურულ - მუსიკალურ კომპოზიცია

დედის დღესთან დაკავშირებით, გეპატიჟებით ანსამბლ "ქართული ხმების" ლიტერატურულ - მუსიკალურ კომპოზიციაზე "წუთისოფელი".

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით