
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

04 ივლისი, 2024
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ერისთავის თეატრში გაიმართა ნუცი ნებიერიძისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი ამერიკიდან მოწვეული სტუმრების, გრემის მფლობელი ვარსკვლავების, არი ჰონიგისა და ბამ როდრიგესის თანამონაწილეობით.
ღონისძიებაში მათთან ერთად მონაწილეობდნენ მეგობარი მუსიკოსები რეზო კიკნაძე, ლუკა თოფურია და ტეტე ნოისი.
კონცერტზე შესრულდა საგუნდო კომპოზიციები ერთობლივი ალბომიდან, რომელიც 2023 წელს Leno Records-ში ჩაიწერა.
პროექტი ქართულ-ამერიკული კულტურათაშორისი კავშირების გამოვლენას, ქართული მრავალხმიანობის ახლებურად გააზრებასა და თანამედროვედ აჟღერებას ემსახურება.
ორგანიზატორები:
Gori women's choir გორის ქალთა კამერული გუნდი
Eristavi Theatre / ერისთავის თეატრი
გორის მუნიციპალიტეტის მერია
ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.
სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.