დღე : 25
ღამე : 16
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

18 აპრილი, 2024

გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისში

გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისში - ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო.

საფრანგეთის ელჩს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეგობრობისა და გორში სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში სპორტის სასახლის ეზოში მოეწყო ცნობილი გორელი სპორტსმენების მონაწილეობით მასტერკლასები ოლიმპიურ სახეობებში: ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, კრივში, ძალოსნობაში, კალათბურთსა და ფეხბურთში.

მასტერკლასებთან ერთად, პატარა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა ვიქტორინაში ოლიმპიური თამაშების შესახებ, ხოლო სპორტის ცნობილმა ოსტატებმა ისაუბრეს გორზე, როგორც, სპორტული წარმატებებით ცნობილ ქალაქზე.

ვიქტორინაში გამარჯვებულ პატარა სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი და წიგნები სპორტსმენებმა და სპორტული აიპების წარმომადგენლებმა გადასცეს.

მაისურები, ბლოკნოტები და კალმები გამარჯვებულებს საფრანგეთის ელჩმაც გადასცა.

სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.

გორელი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წლიდან მონაწილეობენ.

დღემდე მათ სახელზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალია.

2024 წლის ოლიმპიადის საგზური ამ დროისათვის 2 გორელ სპორტსმენს აქვს მოპოვებული.

სხვა სიახლეები
მთავარი
04 სექტემბერი, 2024
გორის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში 3X3 - ზე იწყება
ორის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში 3X3 - ზე იწყება.
გუნდების რეგისტრაცია 9 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება.
გაიგე მეტი
მთავარი
04 სექტემბერი, 2024
გორში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გიმართება
ჩემპიონატი 4 სექტემბერს 17:00 საათზე გორის სპორტის სასახლეში გაიხსნება. 
ქართველ სპორტსმენებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ ესტონელი, ლატვიელი, მოლდოველი, უკრაინელი, ყაზახი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი მოკრივეები.
გაიგე მეტი
მთავარი
03 სექტემბერი, 2024
ძვირფასო პირველკურსელებო!

გასული წლების მსგავსად, გორის მუნიციპალიტეტის მერია100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დაჯილდოებს.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით