დღე : 9
ღამე : 0
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

13 ივნისი, 2023

კერამიკის და ტექსტილის სახელოსნოების გახსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად კერამიკის და ტექსტილის სახელოსნოების გახსნას დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, პროექტის ბულგარელი და უკრაინელი პარტნიორები, შემოქმედებითი ტურიზმის საინფორმაციო ტურების ქართველი, ბულგარელი და უკრაინელი ტუროპერატორები და გიდების ასოციაციის წარმომადგენლები.

კერამიკისა და ტექსტილის შემოქმედებითი სახელოსნოები აშენდა და ტექნიკურად აღიჭურვა ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა (THC)“ ფარგლებში.

ღონისძიებაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა სახელოსნოები გორის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცა, რომელიც ტურიზმის განყოფილებასთან თანამშრომლობით რეგიონის წარმომადგენლებისა და ტურისტებისთვის საგანმანათლებლო მასტერკლასებს გამართავს.მასტერკლასებს გაუძღვებიან „შემოქმედებითი ტურიზმისა და მემკვიდრეობის პროდუქტების ინოვაციური სტარტაპები" - ს კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორები.

კონკურსი ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო), კულტურული ტურიზმის ევროპული ინსტიტუტის (ბულგარეთი), ქალაქ მიკოლაევის განვითარების ფონდის (უკრაინა) ერთობლივი პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (THC 1130) ფარგლებში. პროექტი (THC 1130) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები
მთავარი
13 ნოემბერი, 2025
გამწვანების აქცია ვარიანში

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

გაიგე მეტი
მთავარი
12 ნოემბერი, 2025
გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება

შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.

გაიგე მეტი
მთავარი
10 ნოემბერი, 2025
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით