
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

12 მაისი, 2023
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში სკოლის მოსწავლეებს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები შეხვდნენ.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა.
ბავშვებთან სტუმრად იმყოფებოდნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ - პრიზიორებმა დავით გობეჯიშვილმა, კახი კახიაშვილმა, ლუკა კურტანიძემ და გოგიტა არქანიამ.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
სტუმრებმა პატარებს სპორტული ინვენტარი და წიგნები გადასცეს.
სტუმრები სოფელ მეღვრეკისში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დაფუძნებულ „სპორტის აკადემია - კახის კლუბსაც“ ესტუმრნენ.
მეღვრეკისში აშენდა ძალოსნობის ორდარბაზიანი არენა, სადაც ბავშვები აქტიურად ვარჯიშობენ. მალე დასრულდება გასახდელების, საშხაპეებისა და საუნის მშენებლობა, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.
ძალოსნობის კლუბში საწვრთნელ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები როგორც მეღვრეკისის, ასევე მიმდებარე სოფლების მოზარდები, რომლებიც ასპარეზობენ და წარმატებებს აღწევენ ხვადასხვა ასაკობრივ ტურნირებში.
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.