დღე : 7
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

24 მარტი, 2023

გორის მერია ბოულინგის ჩემპიონატის მხარდამჭერია

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარადჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ინტეგრირებული ჩემპიონატი გაიმართა ბოულინგში.

საქართველოს პირველობაში მონაწილეობას იღებდნენ ომის ვეტერანები და შშმ პირები გორიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ვანიდან, ყვარლიდან და საგარეჯოდან.

აფხაზეთის ომის გმირის თემურ სახოკიას სახელობის ჩემპიონატს თბილისის გალერიის ბოლრუმის ადაპტირებულმა დარბაზმა უმასპინძლა.

ახალგაზრდული მედიაკავშირის პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მიზანია საზოგადოებაში შშმ პირთა თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის უზრუნველყოფა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს ახალგაზრდულ მედიაკავშირთან. აღნიშნულ ორგანიზაცია უწყების თანადაფინანსებით შშმ პირებისა და ომის ვეტერანებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
05 დეკემბერი, 2025
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

გაიგე მეტი
მთავარი
04 დეკემბერი, 2025
გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 

გაიგე მეტი
მთავარი
03 დეკემბერი, 2025
შშმ პირების საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით