
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

22 მარტი, 2023
გორის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნა.
აქციები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 20-მდე ლოკაციაზე, მდინარეებისა და წყლის სხვა ობიექტების მიმდებარედ გაიმართა.
ღონისძიებებში ჩაერთნენ საჯარო მოხელეები, მუნიციპალური ორგანიზაციები, მოსწავლეები, მოქალაქეები.
აქტივობები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ განხორციელებული კამპანიიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში მოეწყო.
საქართველოში სულ 26 060 მდინარე და 860 ტბაა. მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოებით 18 000 მლნ. მ3-ია.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველი წლის 22 მარტს აღინიშნება.
ძველით ახალი წლის აღსანიშნავად სოფელ ტყვიავში გაიმართება კონცერტი.
გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.
31 დეკემბერს გორში, თეატრის მიმდებარედ მოედანზე საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.