
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

31 დეკემბერი, 2022
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ლელა მასიურაძემ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის, საზოგადოება ბილიკისა და ა(ა)იპის „შენი თბილი კერა“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
სადღესასწაულო ცენტრ „დისნეის“ ზღაპრის გმირებმა კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრისა და საზოგადოება „ბილიკის“ ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიებაც გამართეს.
პატარებს საჩუქრად საახალწლო წარმოდგენაზე „საოცრებათა ქალაქი“ დასასწრები ბილეთებიც გადაეცათ.
პროექტს „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მუნიციპალიტეტის მერია სადღესასწაულო ცენტრ „დისნეისთან“ ერთად ახორციელებს.