სიახლეები

სიახლეები

05 აპრილი, 2018

ილიკო სუხიშვილის იუბილე

გორში დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევრორეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის ილიკო სუხიშვილის დაბადების დღე აღნიშნეს და მისი ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს. ,,გორში ყოველ წელს აღვნიშნავთ ილიკოს იუბილეს და ძალიან ვამაყობთ, რომ ქართული ცეკვების დიდი მაესტრო ჩვენს მხარეში დაიბადა.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ილიკო სუხიშვილი გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. 1945 წელს თავის მეუღლესთან - ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა. ილიკო სუხიშვილი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ემსახურა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეს და მრავალი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა. ქორეოგრაფი 1985 წლის 24 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 4 აპრილი ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეა. წელს მისი დაბადებიდან 111 წლისთავი შესრულდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით