სიახლეები

სიახლეები

28 დეკემბერი, 2022

ელექტრონული სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების, მუნიციპალური სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვიანობის სისტემების განვითარება-მიღწევებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას, რომელსაც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ - მა უმასპინძლა, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების, მუნიციპალური სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვიანობის სისტემების განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით