სიახლეები

სიახლეები

26 დეკემბერი, 2022

გორში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს


სპორტის 13 სახეობაში (თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ - რომაული ჭიდაობა, კრივი, კინკბოქსი, პარამკლავჭიდი, კალათბურთი, ფეხბურთი, სამბო, სუმო, ფრენბურთი, ხელბურთი) მოღვაწე 100 - მდე წარმატებული სპორტსმენი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ 100 - დან 30 - მა სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზა. მათ მსოფლიო და ევროპის შეჯიბრებებიდან საქართველოში 37 მედალი - 8 ოქრო, 13 ვერცხლი, 16 ბრინჯაო ჩამოიტანეს.

გარდა ამისა გამარჯვებულები გამოვლინდნენ 7 ნომინაციაში:

წლის საუკეთესო სპორტსმენი - გენო პეტრიაშვილი (თავისუფალ ჭიდაობაში)

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი – საბა სამადაშვილი (ძიუდო)

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა – ანნა გოდელაშვილი (თავისუფალ ჭიდაობაში)

წლის საუკეთესო მწვრთნელი - არჩილ ბარამიძე (თავისუფალ ჭიდაობაში)

წლის საუკეთესო მწვრთნელი ვერა შავშიშვილი (კალათბურთი)

წლის საუკეთესო სკოლა – ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა

წლის საუკეთესო გუნდი - ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "გორის დილა"

ღონისძიება ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით