სიახლეები

სიახლეები

22 დეკემბერი, 2022

ქვახვრელში სპორტული მოედანი გაიხსნა

ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ახლადმოწყობილ მოედანზე სოფელში მცხოვრებმა მოზარდებმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ნაჩუქარი ბურთებით ითამაშეს.

ქვახვრელში სპორტული მოედანი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოეწყო.

გორის მუნიციპალიტეტისა და მერიის თანამდებობის პირებმა ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: ქვახვრელი, უფლისციხე) განხორციელებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

2022 წელს სოფელ ქვახვრელში რეაბილიტირდა სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა. ამავე სოფელში შემოიღობა საბავშვო ბაღი და გამოიცვალა შენობის სახურავი. მიმდინარე წელს, უფლისციხეში მოეწყო ახალი სასმელი წყლის სისტემა, რომელიც 250 ოჯახს 24 საათიანი გრაფიკით ემსახურება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით