სიახლეები

სიახლეები

20 დეკემბერი, 2022

გორში ორი სპორტული დარბაზი რეაბილიტირდა

ახლადრეაბილიტირებული დარბაზები (ძირითადი და დამხმარე) კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის ცენტრის შენობის (მშვიდობის გამზირი #12/ა) აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.

პროექტის მიხედვით ამოიცვალა ფანჯრები, კარები, იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო თაბაშირ მუყაოს შეკიდული ჭერი, სველი წერტილები, წყალარინების და გათბობის სისტემები.

დარბაზებში, ჯერჯერობით, საჭირო სპორტული ინვენტარის ნაწილია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული სპორტული სივრცეების ინვენტარით სრულად უზრუნველყოფა .

ამ ეტაპზე, წარმოდგენილ სპორტის სახეობებს - კიკბოქსინგს, მკლავჭიდსა და კრივს, გორის მუნიციპალიტეტში 150 - მდე ახალგაზრდა ეუფლება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით