სიახლეები

სიახლეები

16 დეკემბერი, 2022

გორში მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ განათდა

ნაძვის ხის ანთების შემდეგ, ნიკა ღვინიაშვილმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიმართა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

„დღეს საზეიმოდ განათდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ქუჩები. ჩვენი დიდი სურვილი იყო, წელს განსაკუთრებული და მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა გვქონოდა. წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ!“

ნაძვის ხესთან შეკრებილ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა თვალი ედევნებინა სხვადასხვა გასართობი აქტივობებისა და სანახაობებისთვის.

სპეციალურად ამ დღისთვის, გორს თბილისიდან ქუჩის თეატრი ეწვია, რომელმაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საცირკო წარმოდგენა გამართა.

დღესვე, ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა საშობაო ბაზრობა და ატრაქციონები პატარებისთვის. ატრაქციონებით და ბაზრობით სარგებლობას მსურველები სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე შეძლებენ. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით