სიახლეები

სიახლეები

15 დეკემბერი, 2022

გორის „გორი“ ბურჯანაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულია

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარდა გამარჯვებული გუნდისა, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელებიც დაჯილდოვდნენ. ტურნირის 8 ნომინაციიდან 6 გორელ სპორტსმენებს ერგოთ.

წარმოგიდგენთ ნომინაციებში გამარჯვებულებს:

ტურნირის აღმოჩენა - სერგი მერაბიანი (გორის „გორი)

საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკოლოზ ახობაძე (გორის „გორი)

საუკეთესო ნახევარმცველი - დავით ბალაშვილი (გორის „გორი)
საუკეთესო მეკარე - მათე მაკრახიძე (გორის „გორი)
საუკეთესო მწვრთნელი - ილია მღებრიშვილი (გორის „გორი)
საუკეთესო თავდამსხმელი - გური კაპანაძე (თბილისის ლოკომოტივი)
საუკეთესო მცველი _ გეგა ავალიანი (თბილისის „სელერო“)
მწვრთნელთა სიმპატია - კახი წკრიალაშვილი (გორის „გორი)
გამოვლინდა ასევე, საფეხბურთო გუნდ „დილას“რჩეული ფეხბურთელი. ეს ტიტული ალექსანდრე რაზმაძეს ერგო.

“ძალიან მიხარია, რომ ტურნირის თასის მფლობელი გორის „გორი“ გახდა. ბურჯანაძის სახელობის ტურნირი 2003 წლიდან იმართება და ჩვენი ქალაქის გუნდი შეჯიბრების გამარჯვებული წელს პირველად გახდა. წარმატებებს ვუსურვებ ტურნირის ყველა მონაწილე ფეხბურთის გუნდს და მის თითოეულ წევრს.“ - აღნიშნა გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.

წარმატებული გორელი ფეხბურთელის სახელობის მემორიალური ტურნირი 10 დეკემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებდნენ ფეხბურთის გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. გუნდები დაკომპლექტებული იყო 2010 წელს დაბადებული მოზარდებით. შეჯიბრების ფარგლებში გამარჯვებისთვის 8 გუნდი იბრძოდა.

ღონისძიება საფეხბურთო კლუბი ,,გორის“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მახარდაჭერით ტარდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით