სიახლეები

სიახლეები

15 დეკემბერი, 2022

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები გრძელდება

შეჯიბრებაში როგორც გოგონების, ასევე ბიჭების გუნდებიც მონაწილეობდნენ.

ფინალურ შეხვედრებში ერთმანეთს ვაჟებს შორის გორის მე-7 და რეხის საჯარო სკოლების გუნდები, გოგონებს შორის კი გორის მე-7 და მე-3 საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.

ბიჭებში პირველი ადგილი გორის მე-7, ხოლო გოგონებში გორის მე-3 საჯარო სკოლების გუნდებმა მოიპოვეს.

გამარჯვებული გუნდები, 2023 წლის გაზაფხულზე ოლიმპიადის რეგიონულ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრების დარჩენილი ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი ზონალურ, რესპუბლიკურ და მსოფლიო ჩემპიონატებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 7 სპორტის სახეობაში მიმდინარეობს. მათ შორის ხუთში, უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მუნიციპალიტეტის დონეზე გასამართი შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით