სიახლეები

სიახლეები

14 დეკემბერი, 2022

დასაქმების ფორუმი გორში


ფორუმზე ვაკანსიები 30 - მდე კომპანიამ წარმოადგინა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიდი, ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები.

სამუშაო ადგილები კვების, წარმოების, სამშენებლო, საბანკო, სავაჭრო და მომსახურების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

ღონისძიებას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და პროექტ „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით მოეწყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით