გორის მუნიციპალიტეტის მერია

Gori Municipality City Hall

ცხელი ხაზი

577 500912

599 851788

599 220600

598 260001

კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

09 აგვისტო, 2022

ლექცია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო ლექციას დაესწრნენ. ლექციის თემა სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა იყო.
იუსტიციის მინისტრისა და მოადგილეების შეხვედრა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან აგვისტოს ომს მიეძღვნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე.
გორი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც 14 წლის წინ რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. სწორედ გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი გახდა „ოქროს სამხილი“, რომელმაც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა. იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარადგინა 15 მოწმე, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებნი, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ომის უბედურება, მათ შორის, შვილმკვდარი დედები. 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცები, სამხედროები, რომლებმაც ომში თანამებრძოლები დაკარგეს; დაზარალებულები, რომლებმაც, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენებები; და სახელმწიფო ერთად არის ის ძალა, რომელმაც სტრასბურგში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება შეძლო.
იუსტიციის მინისტრი და მოადგილეები საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეკრებილებს სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა.
 
საუბარი შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას − ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა.
ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.
იუსტიციის მინისტრმა და მოადგილეებმა განმარტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

სხვა სიახლეები
სიახლეები
08 აგვისტო, 2022
8 აგვისტო გორში

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ მურალოვასთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.

გაიგე მეტი
სიახლეები
07 აგვისტო, 2022
სანთლების აქცია გორში

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

გაიგე მეტი
სიახლეები
05 აგვისტო, 2022
ბობნევის ბანაკში ახალგაზრდების პირველი ნაკადი გაემგზავრა

პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან და მონაწილეობას მიიღებენ ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.

გაიგე მეტი
მიწერე მერს
გაიგე მეტი
სამოქალაქო ბიუჯეტი
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით