დღე : 9
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

08 აგვისტო, 2022

8 აგვისტო გორში

გორში 2008 წელს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ მურალოვასთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

სხვა სიახლეები
მთავარი
25 ნოემბერი, 2023
გორში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

გამოფენა - გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები ნივთები.

გაიგე მეტი
ანონსი
21 ნოემბერი, 2023
25 ნოემბერს გორის თეატრში გორის ქალთა კამერული გუნდისა და ანსამბლ შავნაბადას კონცერტი გაიმართება

გორის ქალთა კამერული გუნდისა და ანსამბლ შავნაბადას კონცერტი, განახლებული რეპერტუარით

გაიგე მეტი
მთავარი
21 ნოემბერი, 2023
გორის მერია მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმს ნერგავს

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“ - “Civil Participation in Decision Making Toolkit (CPT)” - ასეთია მეთოდოლოგიის განმარტება და გულისხმობს ადგილობრივი თემის შეფასებას სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ადამიანური კაპიტალის მიხედვით.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით